"ევრო ინტეგრაციის და უსაფრთხოების მყარი გარანტიის მიღების შესაძლებლობა დაგვაკარგინა "ოცნებამ", ახლა ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის შანსსაც გვიკლავს"
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"რა სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება "ოცნებას" აქვს მიტაცებული და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამ ფანჯარას ვერ ვიყენებთ. შეიძლება ვერ გამოვიყენოთ. პუტინისთვის, აშშ-ის სამშვიდობო ინიციატი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბევრი ინდიკატორია, რომ თუ ტრამპი ბოლომდე პრინციპული და ხისტი დარჩება, პუტინი ბევრ დათმობაზე წავა. შეიძლება ბევრი წითელი ხაზიც გადალახოს და გარანტიების სანაცვლოდ რუსების ინტერესებიც დათმოს. ვნახოთ, რთული პროცესია, მაგრამ ამის ალბათობა არსებობს. ომის გაგრძელების რისკიც არის, არ არის მარტივი მოქმედებაში მყოფი სამხედრო მანქანის შეჩერება, ბევრი ინტერესები იხლართება და არც პუტინია რუსეთში, თუნდაც კრემლის ფარგლებში ყოვლისშემძლე. ომის გაგრძელებასაც იგივე შედეგებამდე მივყავართ, ომიდან უკიდურესად დასუსტებული რუსეთის გამოსვლა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
