"რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური" - შალვა პაპუაშვილი
რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ურთავს ბათუმში გადაღებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცველს მიმართავს: „კანონი თქვენ გეუბნებათ, რომ ევროპას უნდა ემსახუროთ, რადგან კონსტიტუციის 78-ე მუხლშია ჩაწერილი“, რაზეც პოლიციელი პასუხობს: „მე უნდა ვემსახურო ჩემს ქვეყანას“.
„ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით”, - წერს შალვა პაპუაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
