,,საქართველოზე უზარმაზარი გარე ზეწოლა ხორციელდება, რადგან პატრიოტულმა, კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა"- პიტერ სიიარტო
საქართველოზე უზარმაზარი გარე ზეწოლა ხორციელდება, რადგან პატრიოტულმა, კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, ხოლო ბრიუსელში ლიბერალური ელიტა ამას ახლა ვერ ინელებს, - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში ბუდაპეშტში ქართველი კოლეგის, მაკა ბოჭორიშვილის ოფიციალურ ვიზიტს ეხმაურება.
„ისინი იქამდე მიდიან, რომ სურთ საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრისა და ხელისუფლების წარმომადგენლების სასანქციო სიაში შეყვანა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, გვერდში ვუდგავართ ჩვენს ქართველ მეგობრებს და მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტსა და ქართველი ხალხის ნებას, რომელიც გამოხატულია დემოკრატიულ არჩევნებში.
საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში. ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყნებს მუდმივად უწევთ ბრძოლა სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, უსაფრთხოების უპრეცედენტო გამოწვევების ფონზე. ერთი რამ ცხადია: შეგვიძლია ერთმანეთის იმედი გვქონდეს!“ – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
