"გუშინ, ზუსტად ვიცი, ჩემთვის და თქვენთვის ის წიგნიც იწვოდა, ძველი პარიზიც იმ ცოტა საშიში და ძალიან ლამაზი ადამიანებით"
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რამდენჯერმე მინახავს - მას მერე, რაც ლევილის ამბების გამო ამ ქალაქს ვსტუმრობდით ხოლმე. ვნახე დაკვირვებით. მაგრამ მიუხედავად მისი უკამათო დიდებულებისა, ამ სიტყვების კომბინაციაზე მაინც ის წიგნი მახსენდება, ოდესღაც, უკვე შეცრეცილ გარეკანზე შემჩნეული ქიმერების გამო რომ გადავშალე და ვეღარ მოვწყდი. მახსოვს, საღამოს, უკანა ოთახიდან წინ გადავდიოდი საკითხავად. ფანჯარასთან ვჯდებოდი. რადგან მზე იქ ჩადიოდა და ამ უკვე დაზეპირებული მეთოდით ლამფაში საწვავი იზოგებოდა. ჰოდა, გუშინ, ზუსტად ვიცი, ჩემთვის და თქვენთვის ის წიგნიც იწვოდა და ის ძველი პარიზიც იმ ცოტა საშიში და ძალიან ლამაზი ადამიანებით. და ის სავარაუდო ოთხი-ხუთი დღეც ჩვენი ცხოვრებიდან, ამ წიგნის წაკითხვას რომ მოვანდომეთ. ვიღაცისთვის შეიძლება ცნობილი მიუზიკლი იწვოდა, უკვე ცოტა მომაბეზრებელი ჰიტით. შეიძლება ფილმებიც. ვიღაცისთვის პირველი ან მთავარი კოცნა, ან დაშორების წუთები ამ შენობის თუნდაც შორეული ფონით. ეს ტაძარი იმაზე მეტია, ვიდრე თუნდაც რიტუალური ნაგებობა და ნივთები. და ზუსტად ვიცი, აღდგება და ცხოვრებას გააგრძელებს ახალი განცდებისთვის და მოგონებებისთვის.
ჩემი სიმბოლური სამძიმარი და თანამდგომა ფრანგებს. პრაქტიკულად კი ისინი დიდებულად მიხედავენ ამ საქმეს. "– წერს გიორგი კეკელიძე.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
