"ახლა მხოლოდ უცხოეთის იმედზე ყოფნა შეცდომაა" - მიხეილ სააკაშვილი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივს – ჩემო ერთგულო თანამებრძოლებო, არჩევნები გაგვიყალბეს განსაკუთრებით ჩვენ!”,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ახლა მხოლოდ უცხოეთის იმედზე ყოფნა შეცდომაა.
“ამავე დროს ძალიან ვამაყობ იმით თუ როგორ იბრძოლა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს ჩვენმა პარტიამ. ჩვენ მართლაც გვყავს უკიდურესად ბრძოლისუნარიანი ორგანიზაცია, რომელსაც შემოემატა ასევე ძალიან საინტერესო ახალგაზრდობა.
მეგობრებო მეორე მხარეს არის რუსული სისტემა, მაგრამ ბრძოლის ამ ახალ გადამწყვეტ ეტაპზე ჩვენი გამოცდილება ფასდაუდებელია და ჩვენი როლი უნდა იყოს ცენტრალური.
ახლა მხოლოდ უცხოეთის იმედზე ყოფნა შეცდომაა, ჩვენ უნდა გვქონდეს კოორდინაცია სხვა პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ მთავარია ორიენტირება ხალხზე და მრავალრიცხოვანი აქციების გადაუდებლად დაორგანიზებაზე”,- წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
