"არჩევნები გაყალბებულია! ოცნების რეჟიმი არალეგიტიმურია!"- ალექსი პეტრიაშვილი
პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, არჩევნები გაყალბებულია და „ქართული ოცნების“ რეჟიმი არალეგიტიმურია.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
"არჩევნები გაყალბებულია! ოცნების რეჟიმი არალეგიტიმურია! იმედია საერთაშორისო დამკვირვებლებიც იტყვიან სიმართლეს!
ვინც აქ ზეიმობს რუსული რეჟიმის გამარჯვებას და "მშვიდობის შენარჩუნებას", თქვენს კისერზე იყოს, აწი რაც დაემართება ამ ქვეყანას! უბრალოდ თავს მაინც ნუ ისულელებთ და "აბა წინ მშვიდობით ევროპისკენო"!
ეს რეჟიმი თუ დარჩა, დაივიწყეთ უვიზო ევროპასთან, დაივიწყეთ ევროპა და აშშ და საერთოდ პარტნიორობა დემოკრატიულ სამყაროსთან! რეჟიმის გეგმაც ეგ იყო? კი ბატონო!
და ბოლოს, მე ვაღიარებ რომ შევცდი და სადღაც გულის სიღრმეში მქონდა იმედი, ანუ "wishfull thinking" უფრო, რომ ფინანსების დაკარგვის შიშით ივანიშვილი დაუშვებდა ძალიან მცირე უპირატესობით ოპოზიციის გამარჯვებას! შევცდი!
ბოდიში ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან! ბოდიში ჩემს შოთიასთან!
ნუ იშვერთ ნურავისკენ ხელს! ერთად
მოქმედებაა საჭირო და არა მეისრეების ძებნა და დამუნათება!
კონკრეტული ადამიანების პატივისცემის მიუხედავად, არავითარი შედეგების აღიარება! პირიქით! საყოველთაო დაუმორჩილებლობა! მარნეულის და სხვა "ჰიპერქოცურიანი" ოლქების მთლიანად გაუქმება, რა თქმა უნდა მტკიცებულებებზე დაყრდნობით!- წერს ალექსი პეტრიაშვილი.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
