"ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტი საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს უკრაინამ მიწის ნაწილი რუსეთს და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება"
ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტი მკვეთრად საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს უკრაინამ მიწის ნაწილი რუსეთს და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის, – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ჩარკვიანის თქმით, ძალიან ვგულშემატკივრობს უკრაინას, რომელიც თავს ღირსეულად იცავს.
„სულ ვადევნებ თვალყურს ზელენსკის გამოსვლას. როგორ ღელავს უკრაინელი ხალხი, ნატანჯი და ნაგვემი, პუტინისგან, ამ ტერორისტისგან გაწამებული ხალხი. ამიტომ ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მისი მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს რომ წაიკითხავთ, მკვეთრად საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს რუსეთს უკრაინამ მიწის ნაწილი და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის. ამიტომ ძალიან მეცოდება და ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ქვეყანას, რომელიც საკუთარ თავს ღირსეულად იცავს“, – დაწერა თაკო ჩარკვიანმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
