"ФСБ თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს" - მიხეილ სააკაშვილი
უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება, ახლა უწყვეტი მოქმედების დროა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ФСБ თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს.
„სომხეთმა ქვეყნიდან გაყარა რუსი ФСБ-შნიკები, რომლებიც ერევნის ზვარიტნოცის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლს ახორციელებდნენ.
გუშინდელი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ФСБ ახლა უკვე თბილისის აეროპორტს აკონტროლებს და საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს არ უშვებს.
აქედან უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების საერთოდ გაწყვეტამდე უკვე ერთი ნაბიჯი რჩება, ახლა უწყვეტი მოქმედების დროა!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
