"შუაში არის დიდი ორმო, ერთ მხარეს დგას ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი, კრემლის მარიონეტები და ივანიშვილის ინტერესები, მეორე მხარეს დგას სიკეთე, კეთილდღეობა, ხალხი"
შუაში არის დიდი ორმო. ერთ მხარეს დგას - ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი - მეორე მხარეს დგას - სიკეთე, კეთილდღეობა, ხალხი - ამიტომ არავის ვუსურვებ „ორმოში“ ჩავარდნას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რომელი მხარე გაიმარჯვებს.
„შუაში არის დიდი ორმო.
ერთ მხარეს დგას - ბოროტება, ტყუილი, სიძულვილი, დაპირისპირება, კრემლის მარიონეტები და ივანიშვილის ინტერესები, მეორე მხარეს დგას - სიკეთე, კეთილდღეობა, ხალხი, სახელმწიფო, სიყვარული, ერთობა, ევროპა და განვითარება.
რომელი მხარე გაიმარჯვებს დარწმუნებული ვარ ხვდებით და ამიტომ არავის ვუსურვებ „ორმოში“ ჩავარდნას. „ბოროტსა სძლია კეთილმან“...“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.
სიახლეები
- "ოლიგარქიული გავლენების, „დიფ სთეითის“ დამარცხების ნიშანწყალი ოდნავ მაინც თუ გაჩნდა, ე.წ. მეგობარ და სინამდვილეში მტრულ, აქტს გაგრძელება აღარ უნდა ჰქონდეს"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- "მოვუწოდებთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას" - სუს-ი
- "ევროპა თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ გავლენის დაძლევას, ამ შემთხვევაში ურთიერთობები გაჯანსაღდება, ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია" - ირაკლი კობახიძე
- “MEGOBARI აქტი” სენატს გადაეცა