"უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნენს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა, რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ, მინისტრებს კი არწმუნებენ, შეივსება მალე ტერიტორია და იქნებ გამოხვიდეთო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იონათამიშვილის თქმით, გმირთა მოედნიდან დაძრულ ხალხს წინ „ნაცების“ ლოგისტიკის ავტომანქანა მიუძღვება.
„გადაამოწმონ, არის თუ არა ესეც სწორი ინფორმაცია და მერე მაინც იქნებ მიხვდეთ, ვის საქმეს ემსახურებით – ფულის დიდი ნაწილი „ნაცების“, აქციის ორგანიზება – „ნაცების“, გამომსვლელები – „ნაცების“, უცხოელების ჩამოყვანის ორგანიზება – „ნაცების“, წინ მიმავალი მანქანაც კი, რომელზეც გახმოვანების აპარატურა აყენია – „ნაცების“. რაღა დარჩა? ხმამაღალი შეძახილი – „არა რუსულ კანონს“. ეს რჩება მარტო თქვენი და ისიც საუკუნის ტყუილს ეფუძნება.
P. S. ახლა მითხრეს, მინისტრები მსვლელობას უერთდებიან, ხალხის სიმცირე რაღაცით რომ გადაფარონო“, – წერს რატი იონათამიშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
