"დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, ძალიან ჰგავს მაიდანს"
დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, ძალიან ჰგავს მაიდანს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
ჩერგოლეიშვილის თქმით, „ეს წინააღმდეგობა არ უნდა გაიფლანგოს და მნიშვნელოვანია, სწორი მისამართით წავიდეს“.
„დღეს რასაც ქუჩაში ვხედავთ, თვითნაბად, თვითორგანიზებულ პროტესტს, რომელიც გაშლილია და რომელზე კონტროლიც, რეალურად, პოლიტიკურ ელიტას არ აქვს, ეს ყველაფერი მოდის ხალხიდან, ქვემოდან ზემოთ, ძალიან ჰგავს მაიდანს. ამისი მომსწრეები ვართ. ეს ყველაფერი პასუხია იმაზე, რომ ის ტრაექტორია, რომელიც ივანიშვილმა თავიდანვე აიღო, დროზე ვერ გავაჩერეთ, ვერ შევატრიალეთ, ვერ შებრუნდა, კონსენსუსი ვერ შედგა მაშინ. სამოქალაქო აქტორს, დემოკრატიულ აქტორებს შორისაც კი კონსენსუსი ვერ შედგა, რომ საჭიროა, ეს დროზე აღვკვეთოთ. სამაგიეროდ, ახლა არის გაფართოებული კონსენსუსი. ახლა ვხედავთ ულამაზეს პროცესს, წინააღმდეგობის პროცესს თბილისი ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში, ბათუმიც ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ეს წინააღმდეგობა არ უნდა გაიფლანგოს და მნიშვნელოვანია, სწორი მისამართით წავიდეს“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
