"მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი" - მიხეილ სააკაშვილი
გუშინწინდელი დღის შემდეგ, მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გუშინ აქციაზე იდგა საქართველოს შეუმდგარი წარსული და გუშინწინ – ნათელი მომავალი.
„რა მომხვდა თვალში: იმ ხალხის ნახევარი, რომელიც რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, აქციამდე არ მივიდა. აშკარად ბევრად ნაკლები ხალხი იყო მიყვანილი, ვიდრე გუშინწინდელ, თავისით მოსულთა აქციაზე.
ივანიშვილის გამოსვლის დროს რუსთაველი ჩააბნელეს, რათა მას არ დაენახა, რომ აქცია იშლებოდა – აქციაზე არ იყო თბილისი და პრაქტიკულად არ იყო ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, გორი. ხალხი ძირითადად იყო ძალიან ღარიბი სოფლებიდან, უმეტესად ხანშიშესული და აშკარად გაჭირვებული ადამიანები, რომლებიც ყველაზე დაუცველები არიან და უარი ვერ თქვეს წამოსვლაზე. ძალიან ბევრმა მასწავლებელმა დადო პოსტი, რომ არ წავიდნენ რუსთაველზე, დიდი მადლობა მათ!
ივანიშვილი აშკარად გაბრაზებული იყო სიტუაციაზე, მოტეხილი და შეშინებული. დაიმუქრა, თუ არჩევნებს წააგებს, ყველას დაიჭერს.
გუშინწინდელ აქციაზე ყველა იღიმებოდა, გუშინ ყველა ივანიშვილივით გაბრაზებული ან მოწყენილი იყო.
გუშინ აქციაზე იდგა საქართველოს შეუმდგარი წარსული და გუშინწინ – ჩვენი ნათელი მომავალი.
გუშინწინდელი დღის შემდეგ, მე რომ „ქოცი“ ვიყო, ოქტომბრის შემდეგ მომავალზე სერიოზულად დავფიქრდებოდი“, – წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში