"ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი ოთარ ფარცხალაძის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც" - სააკაშვილი
ჩემ წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის [ოთარ ფარცხალაძის] მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც - ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რეალურად ჩრდილიდან ფარცხალაძე მართავს პროკურატურას და სასამართლოს.
„სწორედ ფარცხალაძეს მიჰყავს ჩემი ე.წ. საქმეების ყველა დეტალი. ის პროკურორად მას შემდეგ დაინიშნა, რაც კბილაშვილმა უარი თქვა პატრონის დავალების შესრულებაზე და ჩემს წინააღმდეგ საქმეები არ აღძრა. ფარცხალაძემ, რა თქმა უნდა, ყველაფერი იკადრა. ამის შემდეგ ივანიშვილი იძულებული გახდა ის ე.წ. ,,ბოტასების საქმის“ გამო მოეხსნა, მაგრამ რეალურად ჩრდილიდან სწორედ ის მართავს პროკურატურასა და სასამართლოს.
ჩემს წინააღმდეგ შეთითხნილი საქმეების ყველა დეტალი მის მიერ ფორმულირდება და თანხმდება არა მხოლოდ ივანიშვილთან, არამედ მოსკოვთანაც. ეს ყველაფერი მშვენივრად იციან ამერიკელებმაც”, - წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
