" ოპოზიციური პარტიები ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ქართველებს არ ევასებით და ამიტომ იმარჯვებს „ოცნება"
ოპოზიციური პარტიები ეგებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ქართველებს თქვენ არ ევასებით და ამიტომ იმარჯვებს „ოცნება“, ან რა დასავასებლები ხართ, რას გავხართ, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„სამეგრელოში კარდაკარ რომ დავდიოდი, სახლიდან რომ გამომხედავდნენ, მერე გამოსვლას აყოვნებდნენ. თავიდან ვიფიქრე, არ უნდათ ჩემი ნახვა და არ გამოდიან-მეთქი.
მეც ხომ იცით – თუ ჩემი ნახვა არ გინდათ, ღმერთმა არ მოგცეთ ამის შანსი – მენტალიტეტი მაქვს და ვგაზავდი შემდეგი სახლისკენ, სანამ ძირძველმა მეგრელმა, მაკო ჯაბუამ არ მკითხა, რას აკეთებო.
თურმე წესრიგდებიან და ისე გამოდიან უცხოს სანახავად. ხოდა, აი, სანამ თქვენც არ მოწესრიგდებით და მოწესრიგებული არ დაენახვებით ამომრჩეველს, მანამდე სტატუს კვოში ვიჯდებით.
ჩვენ ვწესრიგდებით ზუსტად ისე, როგორც ჩვენს ამომრჩეველს გაუხარდება“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
