"ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა დამაიზოლირონ თქვენგან პუტინისტებმა, მაინც გავიგებ თქვენ ხმას"
ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა დამაიზოლირონ თქვენგან პუტინისტებმა, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, „ოცნება“ არის დაშინების და სიძულვილის რუსული პარტია.
„ჩვენ უნდა გაგვაერთიანოს მტრის სიძულვილმა და ამავე დროს საქართველოს და ქართველების სიყვარულმა. მე აღმოვჩნდი იქ, სადაც ვარ საქართველოს მონატრების გამო, მაგრამ არც ერთი წუთით არ გამნელებია და არ მინანია საქართველოს სიყვარული. გაიხსენეთ ჩემი პრეზიდენტობის ბოლო დღეს პრეზიდენტის სასახლეზე ავაწევინე გულებიანი საქართველოს დროშა და ამან მაშინვე გამოიწვია „ოცნების პროტესტი“.
გავიდა 10 წელი და ეს სიყვარული მხოლოდ გამიძლიერდა. მე მინდა, პირველ რიგში გავიგო თქვენი აზრები, თქვენი მოთხოვნები და ამის შემდეგ გაგაცნობთ სამოქმედო ნაბიჯების ჩემეულ ხედვას.
ამიტომ დღეს ვიწყებ კითხვა-პასუხის რეჟიმს და როგორც არ უნდა დამაიზოლირონ თქვენგან პუტინისტებმა, მაინც გავიგებ თქვენ ხმას და მოგაწვდით ჩემს ხმას. დიდება უკრაინას და გაუმარჯოს საქართველოს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
