"ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს"
მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების" მაშინდელმა ბოსებმა - თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
გახარია პარტიის დაფუძნებიდან 2 წლის თავზე, პარტიისა და ყოფილი გუნდის მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს.
„დღეს 2 წელი გავიდა პარტია “საქართველოსთვის” დაფუძნებიდან. დღეს, უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა. მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების" მაშინდელმა ბოსებმა - თავისი, ძალაუფლებისთვის და პირადი კეთილდღეობისთვის. დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან იგებს „ჰიბრიდულ“ ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა.
დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა, რომელიც აუფასურებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დამოუკიდებლობა, და ქვეყნისთვის ყველაზე წმინდა - ტერიტორიული მთლიანობის საკითხითაც კი, ცდილობს მანიპულირებას. რა თქმა უნდა, ეს დროებითია, რუსეთი საქართველოში ვეღარასოდეს გაიმარჯვებს!
2 წლის წინ, ჩვენ ვთქვით, რომ „ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ“. დღეს ვამბობთ, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც ჩვენი ქვეყნის ევროპულ, თავისუფალ, ერთიან მომავალს უქმნის საფრთხეს.
ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ქართული სახელმწიფოსთვის დაწყებული ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში, ჩვენ გავიმარჯვებთ!”, - წერს გახარია.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
