"მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა"
მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა! - ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ოთხი მოსამართლის - მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.
დიმიტრი სამხარაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არც ერთი მოსამართლე არ დასანქცირებულა, მეტიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია, ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.
სამხარაძე, აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „უსამაროს და ცინიკურს“ უწოდებს. მისივე თქმით, ვერავინ მოახერხებს ქვეყნის უკრაინიზაციას და ომის პროვოცირებას.
„სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე…
მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ…
მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა!
გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!
და აქ ომი არ იქნება!!!
ვერც სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება ვერასდროს!!!
შესაბამისად ვერც ამ ქვეყნის უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას მოახერხებს ვერავინ!“, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
