"ნაციონალური მოძრაობის“ მიერ აქციის 9 აპრილისთვის დაანონსება არ მიმაჩნია სწორად"
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილისთვის აქციის დაანონსებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„უახლოეს პერიოდში ერთი დიდი აქცია მართლაც უნდა გაიმართოს. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ასეთი აქციის 9 აპრილისათვის დაანონსება არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შემიძლია, მათაც გავუგო – სხვებიც ხომ დასწრებაზე არიან.
„აგენტების” კანონის ჩავარდნის შემდეგ ქვეყანაში რაღაც იცვლება და ეს ოპოზიციის ქცევასაც უნდა დაეტყოს“, – წერს რომან გოცირიძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
