"ის, რასაც ვხედავთ არის ფბ და მედია ლიბერალური ტრენდი" - ვატო შაქარიშვილი
მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტების ირგვლივ გავრცელებულ სხვადასხვა განცხადებებს ეხმიანება.
შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ რეალურად წარმოდგენა არ აქვთ და არც უნდათ რომ იცოდნენ რა წერია კანონპროექტში. მისი თქმით, ყველამ უნდა იცოდეს ამ გაუაზრებელი „მატრაკვეცობით“ ქვეყნის არევის, რევოლუციურ წისქვილზე ასხამს წყალს.
„რეალობაში არანაირი საზოგადოებრივი მღელვარება არ არსებობს კანონპროექტის გარშემო! ის, რასაც ვხედავთ არის ფბ და მედია ლიბერალური ტრენდი! წარმოდგენა არ აქვთ და არც უნდათ რომ იცოდნენ რა წერია, რა მიზნები აქვს და ა.შ. უბრალოდ ერთმა ანგაჟირებულმა, მეორე ამყოლმა, მესამე მიმბაძველმა დაწერა ფბ-ზე და ინსტაგრამზე და „მეც“ ხომ უნდა შევუერთდე ლიბერალურ ტრენდს?! მერე ვინმემ „რუსობა“ არ დამაბრალოს! ვინმემ „ბნელად“ და „ჩამორჩენილად“ არ ჩამთვალოს! მერე რა რომ არც კი ვიცი რაზე არის ლაპარაკი, მთავარია დავწერო - „არა რუსულ კანონს“ და ბილეთი ნაყიდია “დაწინაურებულ” ლიბერალურ ბაბლში! ყველამ უნდა იცოდეს ამ გაუაზრებელი „მატრაკვეცობით“ ქვეყნის არევის, რევოლუციურ წისქვილზე ასხამს წყალს!“, - წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
