" არჩევნები „ნაცმოძში“ წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები"
არჩევნები „ნაცმოძში“ წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე! სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები! დატრიალდა ე.წ. სომხური კარუსელები! პარტიის რიგით წევრებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების უქონლობით! - ასე ეხმიანება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგს მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
„არჩევნები „ნაცმოძში“ წარიმართა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე! სახეზე იყო კარტოფილით და ბოლოკით ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობები! დატრიალდა ე.წ. სომხური კარუსელები! პარტიის რიგით წევრებს აშანტაჟებდნენ პირადი ცხოვრების უქონლობით! დაფიქსირდა მკვდარი სულების მიერ ხმის მიცემის შემთხვევები, მაგალითად როგორიცაა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. გუბაზ სანიკიძე ითხოვს მისი ხმა ორად ჩაითვალოს! საინტერესოა რა შემოხაზა მურმან დუმბაძემ და თუ დარჩა მას კიდევ რაიმე გასახმობი!
მოკლედ მე არც ვაღიარებ და არც არ ვაღიარებ არჩევნების შედეგებს!“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმების 52.58% მიიღო.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
