"რუსეთი შემოიჭრება საქართველოში როდესაც ჩათვლის საჭიროდ, თქვენ კი პირდაპირ კაპიტულაციას მოაწერთ ხელს!" - დავით ქაცარავა ხელისუფლებას
"რუსეთი თქვენს მაამებლურ, ჩვენთვის კი მავნებლურ განცხადებებს არაფრად ჩააგდებს და შემოიჭრება საქართველოში როდესაც ჩათვლის საჭიროდ, თქვენ კი პირდაპირ კაპიტულაციას მოაწერთ ხელს!" - წერს სოციალურ ქსელში, "ანტისაოკუპაციო მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი დავით ქაცარავა.
დავით ქაცარავა სვავს კითხვას - "რომელ მშვიდობაზე გველაპარაკება ეს ქოცმთავრობა?"
"მშვიდობა და სტაბილურობაო!
რომელ მშვიდობაზე გველაპარაკება ეს ქოცმთავრობა? ყოველდღე რომ ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ ოკუპანტები ოკუპაციის ხაზიდან?
ოთხოზორია გაგახსენოთ, ტატუნაშვილი, ბაშარული თუ კვარაცხელია?
იქნება და იმ მოქალაქეებს გაგასაუბროთ, ვისაც გატაცებისას რუსები უმოწყალოდ სცემენ?
რომელ სტაბილურობაზე გველაპარაკებით, როდესაც ყოველდღე ოკუპანტები მიწებს გვართმევენ?
სტატისტიკას თქვენ გამოითხოვთ თუ მე გამოგიგზავნოთ?
გინდათ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ პირობებში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები ოკუპაციის ხაზთან? გაინტერესებთ კი მათი ბედი საერთოდ?
მოდით, ვკითხოთ მათ, როგორი მშვიდობა და სტაბილურობა აქვთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზთან და მერე გავაგრძელოთ თქვენი პოპულისტური განცხადებების განხილვა!
პროკრემლისტური მთავრობა ხართ და ზუსტად კრემლის დავალებებს ასრულებთ!
რუსეთი თქვენს მაამებლურ, ჩვენთვის კი მავნებლურ განცხადებებს არაფრად ჩააგდებს და შემოიჭრება საქართველოში როდესაც ჩათვლის საჭიროდ, თქვენ კი პირდაპირ კაპიტულაციას მოაწერთ ხელს!
ხო, სულ დამავიწყდა მეკითხა, თუ იცით თქვენ, 2008 წლამდე ჩვენი მიწა-წყლის რამდენი პროცენტი იყო ოკუპირებული?" - წერს ქაცარავა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
