"ქვეყნის მტრებს, ვინც ჩვენ შვილი მოგვიკლა, წმინდა გიორგი აუცილებლად ისტორიის სანაგვეზე მოისვრის" - ნიკო კვარაცხელიას დედა
ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"მას მერე რაც უფლის არსებობა გავითავისე, მისი მხედარიც ყველაზე ახლობელი გახდა ჩემთვის, წმინდა გიორგის სასწაულებრივი ძალა, ისტორიიდან, დიდგორის ბრძოლიდან კი არა შევიმეცნე, არამედ საკუთარ თავზეც არაერთხელ გამოვცადეთ, ჩემი ოჯახისთვის წმინდა გიორგი ძალიან ძვირფასია.
შარშან 23 ნოემბერს, გიორგობას მას შევავედრე: “წმინდა მხედარო, მის ნატანჯ სხეულს მის ფაქიზ სულსაც შენ უწინამძღვრე.” - თქო…
მას მერე წელიწადზე მეტი გავიდა.
და დიახ წმინდა გიორგისთან ერთად ჩვენც ვდიდგორობთ, ამ დღეებში მორიგი უსამართლო და სამარცხვინო ბრძოლაა, დედას უნდა მკვლელს სასჯელი შეუმსუბუქოს, სინანულით მხოლოდ გადაუხდელ ქორწილს ნანობს, რომ არა უფლის შეწევნა ადამიანურ ინსტიქტ დაცლილი, ზომბების წინააღმდეგ, რას გავხდებოდით!
დიახ დედები, საბჭოეთის დროინდელი ობმოდებული ხერხით და ფულით იბრძვიან, ბობოქრობს სეთურის ინსტიტუტი მსახურთურთ, არაერთ სიბინძურეს თხზავენ, მაგრამ წმინდა გიორგისთან ერთად მწამს გამარჯვების, ჩემი ნიკო დიდგორობას დაიბადა, იდიდგორა და ვალმოხდილი დაგვყურებს ზეციდან, და მე სხვანაირად არც კი ძალმიძს რომ ხელები გულზე დავიკრიფო, და მისი სახელით სხვისი შვილები არ გადავარჩინო, უნდა განათდეს!
ქვეყნის მტრებს ვინც ჩვენ შვილი მოგვიკლა, ვინც ხელმოცარული ახალგაზრდები გამოიყენა, წმინდა გიორგი აუცილებლად ისტორიის სანაგვეზე მოისვრის…
მანამდე?
მანამდე , გიორგობას გილოცავთ!შეგეწიოთ წმინდა გიორგის მადლი და წყალობა…ვისაც გილხინთ, ლხინის დღეები გიმრავლოთ უფალმა, ჩემთვის სიმართლის მიტანა საზოგადოებისთვის და ჩემი შვილებისთვის იმის თქმა რომ მათი ძმა, მისმა თაობამ კი არა ქვეყნის მტრებმა გაიმეტეს ეს არის შვება, დიახ შვება!" - წერს იზა ომაძე.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
