"მიყვარხარ, მონატრებულო ბიჭო!" - ინგა გრიგოლია სევდიან პოსტს აქვეყნებს
ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გარდაცვლილ ჟურნალისტსა და მეგობარს, ლევან იგივე ჯაკო ჩხაიძეს იხსენებს.
„ყველაზე საყვარელი ჯაკოს დაბადების დღე დადგა.. უმისოდ..
მე კი ისევ ვერ ვიჯერებ და სულ მგონია, სადღაცაა, ჩამოვა და დამირეკავს.
მიყვარხარ, მონატრებულო ბიჭო!
საშინლად მენატრება შენთან მეგობრობის ბედნიერება და შენი ხმის გაგონება.
დაბადების დღეს გილოცავ მანდ, სადაც ხარ.
ეს დღე მარტო შენია!“ – წერს გრიგოლია.
ცნობისათვის, ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე, იგივე ჯაკო, 33 წლის ასაკში 2019 წელს ბუდაპეშტში გარდაიცვალა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
