"ძებნილი ოლიგარქის დავით კეზერაშვილის "ცაზე ძალიან მოიღრუბლა"
საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა - ამის შესახებ ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში ექსპერტი გია აბაშიძე წერს.
როგორც აბაშიძე წერს, კეზერაშვილი მის ურეიტინგო ტელეარხ „ფორმულას“ ვეღარ დააფინანსებს.
„ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის "ცაზე ძალიან მოიღრუბლა". მის ურეიტინგო ტელეარხს "ფორმულას" ვეღარ დააფინანსებს შავი ფულით.
საქართველოს პროკურატურამ, შვიდი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობით, სამი ქვეყნის ტერიტორიაზე ე.წ. „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებით ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.
მალე ქართველი და ევროპელი პროკურორები ბრალს
საერთაშორისო მასშტაბის თაღლითს დ. კეზერაშვილს წაუყენებენ.
საინტერესოა, მის ჯიბეზე ჩამოკიდებული რადიკალი ოპოზიციონერები არას მოიმოქმედებენ?..“ - წერს აბაშიძე.
საქართველოს პროკურატურამ შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
