"ეს მმართველობა არ დასრულდება ჩვენი ერთობის გარეშე!" - ირინა სარიშვილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას განაჩენის ძალაში დატოვებას ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი. სარიშვილი ამბობს, რომ არსებული ხელისუფლების მმართველობის პირობებში მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გამოხსნის მოლოდინი ამაოა.
„სანამ პუტინის ნაცვალი ივანიშვილი მართავს ქვეყანას, მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას რაიმე ფორმით ციხიდან დახსნის იმედი ისეთივე სისულელეა, როგორც ქვეყნის პოლიტიკური კურსის დასავლურისკენ შეცვლის მოლოდინი ამ ხელისუფლების პირობებში.
ივანიშვილის მმართველობა უნდა დავასრულოთ - ესაა ყველა პრობლემის გასაღები და ეს მმართველობა კი არ დასრულდება ჩვენი ერთობის გარეშე! ვერ შევძლებთ ერთობას ორ უმარტივეს საკითხზე - დასავლური კურსისა და ქვეყნის რუსული ოცნებისგან განთავისუფლების გარშემო? - დაველოდოთ მაშინ ასე უთავმოყვარეოდ, ღირსებააყრილები, უკრაინის გამარჯვებას, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნისათვის ნამუსის მოსაწმენდად ომში წასული ქართველებით და თუ მანამდე ბოლომდე არ შევჭამეთ ერთმანეთი, რაღაცა ალაფი ჩვენც შეგვხვდება!
აი ეს არის რეალობა და ვისაც ეს არ ესმის ან ერთობის წინააღმდეგია, მინიმუმ სასარგებლო ჩლუნგია!“- წერს ირინა სარიშვილი.
ცნობისათვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და "მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო, რომლის მიხედვითაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
