"კეზერაშვილმა გაძარცვა ბიუჯეტი, გაყიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ვითომ ეს არაფერია და ხალხმა არ იცის"
დავით კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი. გვიდიანი ამბობს, რომ წერილი „ირონიის ყველაზე თავხედური გამოხატულებაა“ და აღნიშნავს, რომ კეზერაშვილის „გათეთრება“ ასე მარტივად ვერ მოხერხდება.
„დავით კეზერაშვილის დღევანდელი წერილი ირონიის ყველაზე თავხედური გამოხატულებაა. კაცი, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოების ხარჯზე გამდიდრდა, დღეს კიდევ ბედავს და უტიფრად ცდილობს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას.
ამ კაცმა გაძარცვა ბიუჯეტი, გაყიდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ვითომ ეს არაფერია, ვითომ ხალხმა არაფერი იცის.
საკუთრივ პრობლემა ის კი არ არის, რომ ჯარის გამყიდველ კეზერაშვილს პოლიტიკაში მონაწილეობის სურვილი აქვს, არამედ ის, რომ ამ კაცს ქართველი ხალხი იდიოტები ჰგონია და სჯერა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ყველაფრის კადრება შეიძლება.
ამ ქუდბაცაცას ჰგონია, რომ ინდულგენციის ყიდვას შეძლებს და ვითომ არაფერი მომხდარა, ისე გააგრძელებს პოლიტიკურ აქტივობას. ასე არ ხდება! ასე არ გამოვა! გამორიცხულია, ვერ გათეთრდება კეზერაშვილი! ქართველი ხალხი არც ბრმები ვართ და არც იდიოტები,“- წერს ანდრია გვიდიანი.
ცნობისათვის, მისი პიროვნების გარშემო არსებულ ხმაურსა და დაპირისპირებას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
"ერთადერთი, რასაც ვთვლიდი და ვთვლი ჩემ მოვალეობად, გვერდში დავუდგე ყველას, ვინც საქართველოს დამაზიანებელი პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მზადაა. გვერდში დავუდგე მხოლოდ მათი სურვილისა და პარტნიორობისთვის მზადყოფნის შემთხვევაში," - ნათქვამია განცხადებაში.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
