"ცუდად უტრიალებენ ურდოსები ამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს"
ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"არცერთი დღე და ღამე აუფეთქებელი რუსული ბაზისა და საკომანდო პუნქტის გარეშე! დონეცკის ოლქის დაბა ამვროსიევკა ურდოს ოკუპირებული აქვს 2014 წლიდან! ჰოდა აი მანდ მოხვდა ურდოს შიგ საბრძოლო მასალების საწყობში!
ხერსონის ნოვა კახოვკაში უკვე დღეში ორჯერ ნადგურდება რუსული საწყობები და ურდოს ცოცხალი ძალა!
ცაში აიწია ურდოს ტექნიკა და შეიარაღება ლუჰანსკის და ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე!
არ უშველის პუტლერს შავი ზღვის ფლოტის მთავარსარდლის გამოცვლა! მაინც თავქუდმოგლეჯილი გარბიან რაშისტები ყირიმიდან!
ისევ წარუმატებელი იყო გუშინდელი დღე ურდოსთვის დონბასზე შეტევების თვალსაზრისით. ტკეპნოან ადგილზე და აკლავენ თავის საზარბაზნე ხორცს ჩვენს მებრძოლებს! სიკვდილი მტერს!
ნაძირალა ურდომ დღეს დილიდან ხარკოვი და დნეპროპეტროვშჩინას საცხოვრებელი უბნები დაბომბა! რუსეთი ტერორისტია!
ცუდად უტრიალებენ ურდოსები ამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს! ღმერთმა არ ქნან რომ რეაქტორს მოარტყან!
ვნახოთ დღეს რას დაილაპარაკებენ ზელენსკი, ერდოღანი და გუტიერეში! ზელენსკი ითხოვს უპირობოდ ურდოს გასვლას სადგურის ტერიტორიიდან!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს! "- წერს ალექსი პეტრიაშვილი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
