"დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ჰქონდა კოვიდი გადატანილი" - მაია ბუწაშვილი
ისევ კოვიდის შესახებ. ამჟამად, როგორც მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნად მოიმატა შემთხვევათა რაოდენობამ და შესაბამისად, შეკითხვებმაც. ვეცდები შევაჯამო, ყველაზე ხშირად რაც აინტერესებთ ადამიანებს - ამის შესახებ ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
” გულისრევა, ღებინება და ფაღარათი საკმაოდ ხშირი სიმპტომებია. ზოგჯერ არასწორად ჟღერდება, რომ ეს არის თანდართული “ენტეროვირუსი”, სინამდვილეში, ეს კოვიდის საკმაოდ ჩვეულებრივი სიმპტომებია და დამატებითი მკურნალობა არ ჭირდება. არც გადასხმა, თუ პაციენტი ადექვატურად იღებს სითხეს.
– ყელის ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ძალიან ინტენსიურია. ესეც თვითონ კოვიდის სიმპტომია და დამატებით ანტიბიოტიკოთერაპიას არ საჭიროებს. ცხადია, თუ ტკივილი შემაწუხებელია, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი შეიძლება შევაშველოთ.
– მაღალი ტემპერატურა, რომელიც, როგორც წესი, 2-3 დღე გრძელდება მხოლოდ და საჭიროებისამებრ სიცხის დამწევი შეგვიძლია გამოვიყენოთ.
– ფილტვის დაზიანება ბევრად ნაკლებად გვხვდება, ვიდრე წინამორბედი შტამების დროს. ამიტომ (არც ადრე იყო საჭირო, მაგრამ მითუმეტეს ახლა), ტომოგრაფიის გაკეთება არ არის საჭირო.
– სწრაფი ტესტი ან PCR შეგვიძლია გავიკეთოთ სიმპტომების დაწყებისთანავე (ადრე არსებობდა რეკომენდაცია, რომ ტესტის გაკეთება დაყოვნებულიყო სიმპტომების დაწყებიდან 2-3- დღე. ახლა ასეთი რეკომენდაცია არ არის). უსიმპტომო ადამიანებს, ვინც იყო კონტაქტში და სურთ ტესტის გაკეთება, ჯობია დაიცადონ კონტაქტიდან დაახლოებით 5 დღე.
– c რეაქტიული ცილა შეიძლება მომატებული იყოს, როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს, და როგორც ადრე ვწერდი, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკი გვჭირდება.
– D დიმერის გაკეთება არ არის საჭირო მხოლოდ კოვიდის დიაგნოზის გამო, თუ პაციენტს ამ გამოკვლევის სხვა რაიმე ჩვენება არა აქვს.
– სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, მაგრამ დაკვირვება აჩვენებს, რომ ამჟამად ყველაზე მეტად ისინი ინფიცირდებიან, ვისაც ადრე არ ქონდა კოვიდი გადატანილი, ანუ მოსახლეობის წინა ტალღებს გადარჩენილი სეგმენტი.
ჯანმრთელობას გისურვებთ”,- წერს მაია ბუწაშვილი.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი