"ბახმუტ-ლისიჩანსკის სიცოცხლის გზას კი უტევენ მაგრად ეს არამზადები"- ალექსი პეტრიაშვილი
ჰერსონისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს ჩვენებმა! არ მაქვს ხბოს აღტაცება, ჰერსონის დაბრუნებას სერიოზული ძალისხმევა დაჭირდება, მაგრამ როგორც კი ჩვენი ძალები მიიღებენ პირობითად და ზოგადად "ლენდ-ლიზებს", ჰერსონის კადრებს შიგნიდან ვიხილავთ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.
მისი თქმით, მძიმედაა ისევ საქმე ლუგანსკში!
"აი, სადაც დიდი ისტორია დაიწყო #რუსკივაენიკარაბლიდინახუის, იქ როგორ შეიძლება არ ხდებოდეს ამ კურსით ურდოსების გაშვების ერთგული დადასტურება! მოკლედ, ძალიან ბევრი წყარო ირწმუნება, რომ კუნძულ გველუკაზე (ანუ ზმეინი) განთავსებული ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო-საზენიტო კომპლექსები დაადუღეს ჩვენებმა! ნუ, მაქედან ყველაზე მოკლე გზაა კობზონის კონცერტზე. შესაბამისად, 50 ურდოსი მარტო მაგ სპეციალური დედისიმასქნის ოპერაციის შედეგად უკვე კონცერტზეა! ისე, მწყობრი ნაბიჯებით ვუახლოვდებით საეტაპო საიუბილეო 35000 იან ნიშნულს კობზონის ანშლაგიზა!
მძიმედაა ისევ საქმე ლუგანსკში! სევეროდონეცკში უცვლელია ვითარება და ბახმუტ-ლისიჩანსკის სიცოცხლის გზას კი უტევენ მაგრად ეს არამზადები! არ გამოირიცხება ჯარების გააზრებული გამოყვანაც ლისიჩანსკში გასამაგრებლად (შემაღლებულზეა და მოსახერხებელი ყველა მხრივ). ხარკოვსაც ბომბავდნენ ურდოსები გუშინ ისევ!
ამასობაში ამ გამოპრუტუნებულმა ურდოსებმა ისე გადაიხსნეს ვენები ლიეტუვასთან, მგონი საწყლებს სულ დაკარგული აქვთ უკანა ფარდულის გასაღები და შაირს ეძებენ ნატოს წევრ ლიეტუვაში! მოხვდებათ დინგში! ესტონეთში ურდოსების ვერტმფრენი მი-8 სადააზვერვოდ შეფრენილა ლენ! დიდ ცეცხლს ეთამაშება ვალოდა ჯიბუტი!
მისმა ულვაშა პესკოვმა, კიდევ დიიიდხანს გაგრძელდება კრიზისი და აღარ ვენდობით დასავლეთსო! თავხედო ჰარიფი მართლაც რომ ტანკზე უარესია! ესენი აღარ ენდობიან თურმე!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პატრიაშვილი.
რუსი ოკუპანტები სლავიანსკზე შეტევის განახლებას ცდილობენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
„სლავიანსკის მიმართულებით, ოკუპანტები სისტემატურად ხსნიან ცეცხლს, რათა შექმნან პირობები ქალაქ სლავიანსკზე თავდასხმის განახლებისთვის. ისინი ახორციელებენ შტურმს. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ცეცხლს უხსნიან დმიტროვკას, ოსინოვკას, კურულკას, ივანოვკასა და ადამოვკას ახლომდებარე ტერიტორიებს,“- აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგე ახორციელებს საჰაერო დაზვერვას უკრაინული ძალების განლაგების ადგილების იდენტიფიცირების მიზნით.
„აგრესორმა უკრაინის პოზიციების ინტენსიური საარტილერიო დაბომბვა განახორციელა ხარკოვის, სტარი სალტოვის, რუბეჟნოესა და ჩეპილის მახლობლად. გარდა ამისა, მტერმა დაბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა უკრაინკას, პეტროვკას, შეველევკას, ბაზალეევკასა და პრუდიანკას დასახლებების რაიონებში,“- აცხადებენ გენშტაბში.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
