"ერთადერთი გამოსავალი: საქართველო ივანიშვილის გარეშე!" - ნიკა გვარამია
ევროკომისიის დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება ტელეკომპანია "მთავარი" -ს დამფუძნებელი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია.
"ერთადერთი კომენტარი:
ერთადერთი პასუხი:
ერთადერთი გამოსავალი:
საქართველო ივანიშვილის გარეშე!
სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო!
სანამ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი!"- წერს ნიკა გვარამია.
ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
