"ჩვენს შემთხვევაში, ვშიშობ, პრაქტიკულად შანსიც აღარ არსებობს"
ევროპარლამენტმა თქვა, რომ უკრაინას და მოლდოვას ახლავე უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო საქართველოსთან უნდა გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წეს.
"ეს უკანასკნელი ისე უნდა გავიგოთ, რომ, პრინციპის დონეზე, საქართველოს ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ამაზე მსჯელობას შეიძლება დავუბრუნდეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება რადიკალურად შეცვლის პოლიტიკას.
ლოგიკურად ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს; მაგრამ რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ არსებული ხელისუფლება დარჩეს და თან პოლიტიკა პრინციპულად შეცვალოს, ამაზე შეიძლება ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი გვქონდეს.
გავიმეორებ, რომ ეს არის მთლიანად ევროპარლამენტის რეზოლუცია და არა კუბილიუსის ან ფონ კრამონის პირადი აზრი. „ოცნება“ იძულებული იქნება აღიაროს, რომ, მის ხელში, საქართველოს ზოგადად ევროკავშირთან გაუფუჭდა ურთიერთობა.
რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი საკითხს არ წყვეტს, მისი აზრი მხოლოდ რეკომენდაციაა. მაგრამ ის ასახავს ევროკავშირის ზოგად განწყობას. უკრაინას და მოლდოვას სულაც არა აქვს გარანტირებული, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებენ - ამას წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ. მაგრამ მათ შანსი აქვთ. ჩვენს შემთხვევაში, ვშიშობ, პრაქტიკულად შანსიც აღარ არსებობს,"-წერს გია ნოდია.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
