"რუსეთს ახლა მხოლოდ ერთი გზა დარჩა, გაურიგდეს რადიკალურ ისლამს"
ებრაელებზე და ე. ი. ისრაელზე ლავროვის თავდასხმა შესაძლოა სტრატეგიის ნაწილი იყოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი კახა გოგოლაშვილი წერს.
"რუსეთი, რომელიც მხარდამჭერების დეფიციტს განიცდის მოკავშირეებად ირჩევს ირანს, ხეზბოლას, პალესტინასა და ისლამური სამყაროს იმ ნაწილს (თურქეთის კონსერვატიული წრეების ჩათვლით), რომელსაც შეურიგებლად სძულს ისრაელი და ახლა ურჩევნია მკვეთრი ანტისემიტური პოზიციონირებით მათი ერთგულება მოიპოვოს. ისრაელთან მეგობრობის (ან ნეიტრალობის) ილუზიები, რომელიც რამშტაინის ბაზაზე შეკრების მონაწილე იყო, მას აღარ აქვს. რუსეთს ახლა მხოლოდ ერთი გზა დარჩა, გაურიგდეს რადიკალურ ისლამს. აქ არ გამოვრიცხავდი პაკისტანს და თალიბებსაც კი (შიიტურ-სუნიტური განსხვავებები ამ პროცესს ხელს არ შეუშლის),"- წერს კახა გოგოლაშვილი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
