"აღდგომამდე და 9 მაისამდე ძალიან ეცხელება აღმოსავლეთით და სამხრეთით"
დილა მშვიდობისა მეგობრებო! 15 ათასი კაცით უტევს ურდო ლეგენდარულ მარიუპოლის აზოვსტალუს ტერიტორიას, ბომბავს უმძლავრესი ჭურვებით და რაკეტებით, მაგრამ გმირულად დგანან დამცველები და მშვიდობიანი მოქალაქეები! გუშინ კიდევ 1 თვითმფრინავი, 4 დრონი, 4 ფრთოსანი რაკეტა, 10 ტანკი, საარტილერიო სისტემა და ჯავშანმანქანები გაუნადგურეს ჩვენებმა ურდოს! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი.
"ურდო გადავიდა ბოლო შეტევაზე აღმოსავლეთ უკრაინაში დონბასის მიმართულებით! ისვრიან ყველა ტიპის, ზომის და სიმძლავრის რაკეტებს და ჭურვებს! ბოლო ბოლო მოუყარეს თავი 75 ტაქტიკურ ბატალიონს! საიდან აღარ მოხვეტეს, რომ რაოდენობა გაეზარდათ!
სამაგიეროდ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჰყავთ საუკეთესო ნაწილები ამ მიმართულებაზე! აღდგომამდე და მერე 9 მაისამდე ძალიან ეცხელება აღმოსავლეთით და სამხრეთით, მაგრამ სწორედ ამ ბრძოლებში დასამარდება საბოლოოდ რუსული ურდო!
აშშ-ს პრეზიდენტმა საგანგებო შეხვედრა ჩანიშნა პარტნიორებთან, ნატო-ს და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან ერთად! სახელმწიფო დეპარტამენტი შესაძლებლად მიიჩნევს რუსეთისთვის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭებას! პრეზიდენტმა ზელენსკიმ ევროკავშირის ელჩს გადასცა შევსებული ევროკავშირის წევრობის კითხვარი!
უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
