"ხოცავენ, ბომბავენ და მაინც ბრუნდებიან! არ გაჩერდეთ!"- ალექსი პეტრიაშვილი
ყველა მხრიდან ბლოკირებულ და გამოფიტულ მარიუპოლში სასწაულები ხდება! ჩვენებმა ყველა შეტევა მოიგერიეს! გაანადგურეს 150 ფაშისტი, 2 ტანკი, 7 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 1 ჯავშანტრანსპორტიორი! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ალექსი პეტრიაშვილი წერს.
"ქუჩის ბრძოლები გრძელდება! შემდეგი 1-2 კვირა გადამწყვეტი იქნება! სუმის, ხარკოვის და კიევის მიდამოებში ჩვენებმა კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს! ჩორნობაევკის 12-ე სერია დაიდო გუშინ! ყოველი ახალი სერია წინაზე უკეთესია! რაღაც მიზიდულობის ძალა აქვს ამ ღორი ფაშიტებისთვის ჩორნობაევკას! ხოცავენ, ბომბავენ და მაინც ბრუნდებიან! არ გაჩერდეთ! იარეთ და ჩორნობაევკის მიწა გააფხვიარეთ!
ჩვენების საჰაერო თავდაცვაც სასწაულებს ახდენს! 70 გამოშვებული რაკეტიდან მხოლოდ 7 ვერ ჩამოაგდეს!
გუშინდელი დღის განმავლობაში კიდევ 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი და 2 დრონი გაუნადგურეს ჩვენებმა ფაშისტებს!
დღეს თურქეთში იწყება რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი! რაიმე გარღვევის მოლოდინი არავის აქვს! ზელენსკიმ ძალიან მაგარ ინტერვიუში ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა უკრაინის პოზიციები ძირითად საკითხებთან დაკავშირებით! ვისაც დრო გექნებათ, აუცილებლად სანახავი ინტერვიუა რუსული მედიის წარმომადგენლებთან, რომელიც ფაშისტების ცენზურამ რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!"- წერს ალექსი პეტრიაშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
