"მივიღე წერილი ქართველი მებრძოლებისგან, მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა"
მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას, ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ახლა საჭიროა არა დასუსტება, არამედ ძალის მოკრება.
„მოვლენები ვითარდება ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ვიწინასწარმეტყველე. რუსეთის იმპერია სულს ღაფავს ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქის, კიევის მისადგომებთან. გმირი უკრაინელი ხალხი, მთავარსარდალ ვოლოდიმირ ზელენსკის მეთაურობით, ამ ეპოქალურ ომს იგებს. მსოფლიო ჩვენს თვალწინ იცვლება. კიევი საქართველოსთვის ახალი კონსტანტინოპოლი და ამჟამად, თავისუფალი სამყაროს დედაქალაქია და ის აუცილებლად გაუძლებს.
ამ სიტუაციაში, ჩვენ, როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა და მომზადება. იმ დროისთვის, როცა სიმართლის მომენტი დადგება, ჩემთვის სოხუმის მშვიდობიანი დაბრუნების გზა გადის კიევზე, საქართველოს გათავისუფლება და აყვავება გადის კიევზე.
ახლა ჩვენ გვჭირდება არა დასუსტება, არამედ ძალის მოკრება, რომელიც მალე ძალიან გამოგვადგება. ეს შემეხება მეც.
მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ.
ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
