"ომი ევროპული გახდა " - უკრაინის თავდაცვის მინისტრი
გუშინ რეალური გარდატეხა მოხდა. ომი ევროპული გახდა. ის საბოლოოდ გააცნობიერეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი „ფეისბუქში“ წერს.
„უკვე ნახევარი ევროპა აგროვებს, აწყობს, აგზავნის ჩვენთან იარაღს და ჯავშანტექნიკას. საგრძნობლად გაიზარდა რეალური დახმარების მომწოდებელი სახელმწიფოების სპექტრი. მასშტაბები გაიზარდა”, - წერს მინისტრი.
ის უკრაინელებს მიმართავს და არწმუნებს, რომ დამნაშავეები, რომლებიც უკრაინაში ქალებსა და ბავშვებს კლავენ, აუცილებლად დაისჯებიან.
„ძვირფასო უკრაინელებო! წინააღმდეგობის 96 საათი. გამარჯვების, გამბედაობის, თავდადებისა და რწმენის 4 დღე. ტკივილი მათ გამო, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის. მტრის სიძულვილი, რომელიც ხოცავს ჩვენს ქალებსა და ბავშვებს, ანგრევს მშვიდობიან ქალაქებს. ის დაისჯება! აუცილებლად დაისჯება!“- წერს რეზნიკოვი.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
