"რუსული ოკუპაცია გრძელდება და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისთვის"
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისთვის. ამის შესახებ მამუკა მდინარაძე „ფეისბუქში“ წერს.
„რუსული ოკუპაციის გაგრძელება – უკრაინის ორი რეგიონი საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის შემდეგ. შუაში ყირიმის ანექსია!
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველყოფის და ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისთვის.
ოკუპაცია დროებითია!“ – აღნიშნავს მამუკა მდინარაძე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
