"ლარის არასტაბილურობის მიზეზი ეროვნული ბანკის შეცდომები იყო" - რომან გოცირიძე
ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი არის ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გაცემული სესხების( ე.წ. რეფინანსირების სესხები) მნიშვნელოვანი შემცირება ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მისი მოცულობა თითქმის ერთი მილიარდი ლარით შემცირდა-2,63 მილიარდი ლარიდან 1,64 მილიარდ ლარამდე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე წერს.
"სესხების შემცირების მიზეზებს არ მოვყვები. არაა ეს დამოკიდებული მხოლოდ რეფინანსირების მაღალ საპროცენტო განაკვეთზე(10,5 პროცენტი).
ეროვნული ბანკის შეცდომები იყო პირველ რიგში ლარის არასტაბილურობის მიზეზი, როცა ანგარიშს არ უწევდა რეფინანსირების სესხების როლს და ფაქტობრივად, კომერციული ბანკების ნებისმიერ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, ანუ ჰაერიდან ქმნიდა ფულს. ზოგიერთ პერიოდში მისი მოცულობა სამ მილიარდ ლარსაც კი აჭარბებდა, რაც ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის მიზეზი ხდებოდა.
ლარის გამყარებას სხვა მიზეზებიც აქვს, მაგრამ როგორც გამყარებაში ასევე გაუფასურებაში არის ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი წვლილი(ბრალი),"- წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
