"შიმშილობა გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება აპირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას"
ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახუდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"რით არის ესოდენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირების მკვლელობის გამოძიება? ამ კითხვაზე პასუხისთვის საჭიროა გავიგოთ, რა შედეგს იწვევს ეს და რატომ კლავენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის სიკვდილი, როგორც წესი, ცვლის ქვეყნის განვითარების გეზსა და ვექტორს! ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს თანამდებობის პირი არის მკაფიოდ გამოხატული ლიდერი, რომელზეც დამოკიდებულია ხსენებული გეზის წარმატებულობა.
ვის აწყობს საქართველოს პოლიტიკური გეზის ცვლილება და დამუხრუჭება? მოგეხსენებათ, ახლოს გვყავს ძალზე დიდი და ვერაგი მტერი, რომლის ინტერესებთანაც ეს არის დაკავშირებული.
ამავე დროს, მსგავსი საქმეების გამოძიება/არგამოძიება მნიშვნელოვნად განაპირობებს სამართლისა და კანონის უზენაესობის განვითარებას. როგორც მინიმუმი, ასეთი საქმეების არგამოძიება იწვევს ადამიანებში სრულ სამართლებრივ ნიჰილიზმს: ასეთ ამბავს თუ არ იძიებენ, მე რაის იმედი მქონდესო...
ახლა არ ვსაუბრობ ამ საქმის მორალურ, ისტორიულ ასპექტებზე და პირად ტრაგედიაზე.
მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების შესახებ. მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვიბრძვით ვადის გასაგრძელებლად ვადის გაგრძელებისათვის! ჩვენი პროტესტი და შიმშილობა გაგრძელდება, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება აპირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას და საქმე არ დარჩება იგივე კალაპოტში.
მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობის მე-9-ე დღე... "– წერს ცოტნე გამსახურდია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
