" მშიერმუცელა მონების ბრბო მამას ეძებს..."-ცოტნე გამსახურდია
ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
" მშიერმუცელა მონების ბრბო მამას ეძებს...
ჯერ იყო და კახა თარგამაძე, ყოფილი "ობეხეეშნიკი", ბარმენებს რომ დასდევდა და ასი გრამი არყისთვის იჭერდა, გახდა რკინის კაცი და ქვეყნის საფუძველი. მერე ვანო იყო, მერაბიშვილი, ერთი უცნობი არასამთავრობოს წევრუკა და პროვინციული გაზეთის ერთერთი ავტორი, რომელიც საქართველოს ხერხემალი გახდა. ახლა გახარიაა, ბიძინეს ხელის ბიჭი, მისი რუსული ფირმების ნათანამშრომლარი, რომელსაც ხან ჟოფრეს იმიჯს არგებენ და ხან - ქარიმან სეტიელის...
ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს გული შეუწუხდებოდა ამ ყველაფერზე... მაგრამ უსუსური და უნიათო ბრბო მამას ეძებს, რომელიც მას უმფარველებს, თავზე ხელს გადაუსვამს და შემდეგ მოსიყვარულე პანჩურით გააგდებს სახლში. შეიძლება მერე თვალი ჩაუპაჭუნოს კიდეც..." - წერს ცოტნე გამსახურდია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
