“ომიკრონის” გავრცელება, სავარაუდოდ, ყოველდღიურად გასამმაგებული იქნება"
საქართველოში "ომიკრონის" შტამის დადასტურებას ჯანდაცვის ექსპერტი და პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"როდემდე არ უნდა დამიჯეროთ?!
ჯანდაცვის სისტემის ჩემზე ჩაბარებას ვერავინ გაბედავს, არც ვითხოვ და ამის ამბიცია რომ არ მაქვს, ეს ყველამ კარგად ვიცით.
დღეს არსებული ჯანდაცვის მენეჯმენტის შეცვლა უნდა გადაიდოს მინიმუმ 3-4 თვით
კოვიდის “ომიკრონის” ვარიანტის გავრცელება, სავარაუდოდ, იქნება ყოველდღიურად გასამმაგებული -- ანუ 10-30-90 და ასე შემდეგ
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ;
დაიცავით დისტანცია ;
გაიკეთეთ ფაიზერის ბუსტერი..."- წერს გიორგი ფხაკაძე.
შეგახსენებთ, საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ორივე შემთხვევაში ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ დუბაიში. ორივე იზოლირებულია, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
