"ეს რწმენა უფრო ძვირფასია ჩემთვის"- ნათია ფანჯიკიძე
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
"მიყვარხარ - ასე დავიწყებ ამ დილას, იმიტომ, რომ ამ სიტყვის თქმა მინდა დამებედოს.
ბარბარობა ჩემთვის ბავშვობის ის დღესასწაულია, რომ გვჯეროდა, რაც იმ დღეს მოხდებოდა, მთელი წელი გაგვყვებოდა, კარგი რამის მოხდენას ვცდილობდით ამიტომ და ვრწმუნდებოდით, რომ დღის სცენარის ავტორობა დიდწილად ჩვენ ხელში იყო. ეს რწმენა უფრო ძვირფასია ჩემთვის, ვიდრე ერთით მეტი წმინდანის მფარველობის რწმენა, წმინდანების მეტი რა არის, ვინც ჩვენზე ზრუნავს.
საკუთარ თავზე, საკუთარ დღეზე, საკუთარ სურვილებზე ზრუნვის დაგეგმვა რომ დაგვასწავლა, ამითაა გამორჩეული ეს დღე და რა თქმა უნდა, ლობიანებით. გაგიმარჯოთ ხოდა", - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
- "რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის დასრულება აირჩია" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
