"ყნოსვის დაკარგვა, შეიძლება იყოს ნიშანი, რომ ვირუსმა შეაღწია ტვინში"- აკაკი ზოიძე
ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი და ყოფილი დეპუტატი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის დამაზიანებელი ეფექტისა და ვაქცინაციის საჭიროების შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.
"ვაქცინაციის ალტერნატივად ვინც მოიაზრებს "ბუნებრივ"იმუნიტეტს კოვიდის გადატანის შედეგად (ასეთი ადამინების რაოდენობა ჩემს ირგვლივ არცთუ ცოტა აღმოჩნდა), მათ საყურადღებოდ: საყოველთაოდ ცნობილი ერთი შეხედვით "უწყინარი" სიმპტომი: ყნოსვის დაკარგვა, შეიძლება იყოს ნიშანი, რომ ვირუსმა შეაღწია ტვინში, მის იმ უბანში, რომელიც აკონტროლებს ასევე სუნთქვას და გულისცემას, როგორც ამას მეტყველებს კომენტარებში მოცემული კვლევის შედეგები.
უფრო ზოგადად, რატომ უნდა დავაყენოთ ადამიანები, განსაკუთრებით ბავშვები და მათი ტვინი, ამ ვერაგი ვირუსით, რომელსაც აქვს უნარი ორი გზით შეაღწიოს ტვინში: ყნოსვის ნერვის და ასევე სისხლის მიმოქცევის სისტემით, - მუდმივი და განმეორებითი ინფიცირების საფრთხის წინაშე, აცრით გენერირებული დაცვის გარეშე?" - წერს ზოიძე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
