"ადამიანი შიმშილობით როგორ გარდაიცვალა, როცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო მისი სიცოცხლის დაცვა?!"
ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"შიმშილობით ციხეში პატიმრის გარდაცვალება საბჭოთა კავშირის შემდეგ მგონი არ მომხდარა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსეთის ჩათვლით. ფსიქიურად ჯანმრთელი არ იყოო, მთლად კატასტროფიული არგუმენტია - რა უნდოდა მაშინ ციხეში, ან სასჯელი საერთოდ როგორ შეეფარდა, შეურაცხადი თუ იყო?!
ოჯახი რას აცხადებს, ვის აინტერესებს?! დასაბუთებული პასუხი დაიდოს, ადამიანი შიმშილობით როგორ გარდაიცვალა, როცა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო მისი სიცოცხლის დაცვა?!"– წერს ნიკა გვარამია.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
