"ალბათ არც უნდა ველოდეთ კოვიდსაწინააღმდეგო ისეთ წამალს, რომელსაც ვაქცინასთან მიახლოებული ეფექტურობა ექნება"
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტების შესახებ წერს.
დავით გადელია ამბობს, რომ საზოგადოება არ უნდა ელოდოს ისეთ კოვიდსაწინააღმდეგო წამალს, რომელიც ვაქცინას ჩაანაცვლებს.
ამასთან, მედიკოსის თქმით, მედიკამენტები ძვირია.
"როგორც მოგახსენეთ და დაგეგმილი იყო, თვის დასაწყისში, გერმანიის დონაციით, ქვეყანამ მიიღო მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მედიკამენტების ორი ჯგუფი. მათი სახელები არაფერს გეტყვით და იმდენად რთულია - არც დაგამახსოვრდებათ. ერთი ჯგუფი გამოიყენება ამბულატორიული მკურნალობის პირობებში, ხოლო მეორე სტაციონარულად, მაგრამ ძალიან ადრეულ ეტაპზე - პირველ დღეებში, როცა დაავადებულ ორგანიზმს ჯერ თავად არა აქვს გამომუშავებული ანტისხეულები. ამიტომ, აუცილებელი ხდება ანტისხეულების კონტროლი.
ეს მედიკამენტები დასალევი რომ იყოს და 2-3 ლარი ღირდეს, ყველას გირჩევდით: "მიიღეთ, კარგია დაავადების გაღრმავების თავიდან ასაცილებლად-თქვა". მაგრამ, როცა 1200 დოლარი ღირს თითო გადასხმა და თან პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ სჯობს ეს მოხდეს - ცხადია, შესაძლებლობები შეზღუდულია და მხოლოდ მაღალი რისკის - 65 წელს გადაცილებულ, თანდართული დაავადების მქონე პაციენტებით დავიწყებთ.
ერთი სიტყვით, კიდევ მინდა ხაზი გავუსვა იმ ანბანურ ჭეშმარიტებას, რაც კაცობრიობამ გამოცდილებით დიდი ხანია მიიღო: არ არსებობს პროფილაქტიკაზე ეფექტური მკურნალობა! არ არსებობს და ალბათ არც უნდა ველოდეთ კოვიდსაწინააღმდეგო ისეთ წამალს, რომელსაც ვაქცინასთან მიახლოებული ეფექტურობა ექნება და მით უფრო- ჩაანაცვლებს!", - წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი