"გამოყენება შესაძლებელია ინფიცირების პირველივე დღეებში" - ნანა გეგეჭკორი
ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ამასთან ექიმის თქმით, ვერანაირი სამკურნალო საშუალება ვერ ჩაანაცვლებს პრევენციას და ვაქცინაცია, მკურნალობის მეთოდების დახვეწასთან ერთად პანდემიის დასრულების გარანტია იქნება.
"მოლნუპირავირი" ბრიტანეთში მკურნალობის სტანდარტი გახდება. მალე ამერიკაშიც ველით ავტორიზაციას.
მედიკამენტის უპირატესობაა ტაბლეტირებულ ფორმაში გამოყენება. გამოყენება შესაძლებელია ინფიცირების პირველივე დღეებში და ამცირებს დაავადების დამძიმების ალბათობას.
ცხადია, ვერანაირი სამკურნალო საშუალება ვერ ჩაანაცვლებს პრევენციას.
ვაქცინაცია, მკურნალობის მეთოდების დახვეწასთან ერთად ნამდვილად იქნება პანდემიის დასრულების გარანტია.
P.S. პანდემიის დასრულებასთან ერთად იმედია იმაზეც ვიფიქრებთ, რომ ზოგადად, ადამიანებად დავრჩეთ და სულ მცირედი, სხვისი სიკვდილით სიამოვნებას არ ვიღებდეთ", - წერს ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
