"ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე" - ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო მთლიანად "ფაიზერის" ვაქცინაზე უნდა გადავიდეს.
ამასთან, პროფესორის თქმით, საზოგადოებამ რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა დაიცვას.
"ქვეყანაში არის საკმარისი რაოდენობის ფაიზერის ვაქცინა!
მადლობა ჩვენს ნამდვილ მეგობრებს - პოლონეთის მთავრობას!
ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე (როგორც მეზობელი თურქეთი და მთელი ევროპა), რაც შეიძლება მალე, დღესვე ჯობია!
ეფექტური ვაქცინაცია იწყება მაშინ, როცა პროცესი არის მარტივი, გასაგები და ხელმისაწვდომი!
გზავნილი ყველგან უნდა იყოს მარტივი:მოსახლეობის 90% უნდა აიცრას ფაიზერის ვაქცინით მწარმოებლის მიერ დადგენილი დოზებით და ინსტრუქციით (ქართული ექსპერტების ინსტრუქციები არ გვინდა, რა);სამედიცინო პირბადე უნდა გახდეს სავალდებულო ყველგან და ყოველთვის;2-მეტრიანი დისტანცია უნდა იქნეს დაცული ყველგან და ყოველთვის;ხელებს თუ დაიბანთ, კარგი იქნება", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
