"ამ სეზონზე მოსალოდნელია" - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
ექიმი წერს, რომ ამ სეზონზე კოვიდის პანდემიისა და სეზონური გრიპის ეპიდემიის თანხვედრა მოსალოდნელია.
"შეშფოთება გამოიწვია ტერმინმა "თვინდემია", რომელიც უბრალოდ კოვიდის პანდემიის და სეზონური გრიპის ეპიდემიის თანხვედრას (ინგლისური სიტყვიდან Twin - ტყუპი) ნიშნავს, რაც, რა თქმა უნდა, ამ სეზონზე მოსალოდნელია, ისევე როგორც წინა სეზონზე იყო მოსალოდნელი. ეს ტერმინიც ახალი არ არის და შარშანაც გაჟღერდა. საბედნიეროდ, შარშან გრიპის სეზონი მოულოდნელად კარგად გადავიარეთ. მაღალი ალბათობით კოვიდის შეზღუდვებმა გრიპის პროფილაქტიკის მიმართულებით დადებითად იმუშავა.
წელს, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში კოვიდ რეგულაციები მკვეთრად არის შემსუბუქებული, შიშობენ, რომ გრიპი ცოტა უფრო მეტად შემოგვიტევს, ვიდრე შარშან. თუმცა იმედია ასე არ იქნება. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, გრიპის ვაქცინა უნდა გავიკეთოთ (როცა ხელმისაწვდომი გახდება, რა თქმა უნდა)", - წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- 2026 წლის მთავარი სიმბოლო ცეცხლოვანი ცხენია - როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა?
- "ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან მისი შესყიდვა შსს-ს არასოდეს განუხორციელებია"
- "ზრდასრული ადამიანი უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი ან კანონი რისთვის არის, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონებრივი განვითარება" - მეუფე შიო
- მერაბ დვალიშვილი მეოთხე სატიტულო დაცვაში დამარცხდა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაკარგა
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
