პატრულს გამოვიძახებ, დღეიდან უკვე დაგაპატიმრებს ძარცვისთვის - ნიკა გვარამია
"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ტელეკომპანიის კუთვნილი მიკროფონის დაბრუნებას ურჩევს.
"თეა წულუკიანი, მიკროფონი დააუბრუნე და ემას მიესალმე, ეემააას.
p.s თორემ პატრულს გამოვიძახებ. რა გგონია, დღეიდან უკვე დაგაპატიმრებს ძარცვაზე. ამიტომ დროზე ქენი" - წერს გვარამია.
22 ივნისს, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, რომელმაც სენაკის რეაბილიტირებული თეატრის გახსნაზე იმყოფებოდა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ახტაჯანა უწოდა. წულუკიანმა თეატრის რეაბილიტაციისთვის მიკროფონის ხელში დაჭერისთანავე მადლობა ბიძინა ივანიშვილის გადაუხადა, მოგვიანებით მადლობის გადახდისკენ ჟურნალისტს ემა გოგოხიასაც მოუწოდა.
მომხდარის შემდეგ წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიკროფონს არ დააბრუნებს და ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ საზოგადოებას "მთავარი არხის" მიკროფონით უნდა აცნობოს.
25 ივლისს კი თეა წულუკიანმა თქვა, რომ "მთავარ არხს" მიკროფონს 3 ოქტომბერს დაუბრუნებდა, მას შემდეგ, რაც არჩევნებში, მისი შეფასებით "მავნებლური" ძალა, "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდებოდა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
