„მერიას ვარდისფერქუდიანი კალაძის გამოძახების სერვისი ხომ არა აქვს? სამას ლარს გადავიხდი”
თბილისის მერის ვარდისფერი ქუდით გამოჩენამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ხუმრობის ხასიათზე დააყენა. ირაკლი ოქრუაშვილმა ფეიქბუქის პირად გვერდზე კახი კალაძის ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი შინაარსის პოსტი დაწერა:
“ტყუილად მოვიყვანე თოვლის ბაბუა ბოლო ორ ახალ წელს და ტყუილად გადავყარე გამოძახებაზე ას-ასი ლარი. მაინც აღარ სჯერათ ბავშვებს ისეთ ასაკში არიან. შარშან სულ წვერებით ითრიეს და მატყუარა ეძახეს. წელს მინდა რამე განსაკუთრებული სიურპრიზი მოვუწყო და გავამხიარულო.
ვინმემ ხომ არ იცით თბილისის მერიას ვარდისფერქუდიანი კალაძის გამოძახების სერვისი ხომ არააქვს 31-ში 12 საათზე? სამას ლარს გადავიხდი. მეტი არც მე მიღირს და არც ეგ არ ღირს.” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
